LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკანასკნელი სიყვარული“ – 58 წლის მონიკა ბელუჩისა და 64 წლის ტიმ ბარტონის მადრიდული გასეირნება

2520
page

მას შემდეგ, რაც მონიკა ბელუჩი ახალგაზრდა შეყვარებულს, ნიკოლას ლეფებრეს დაშორდა, მისი პირადი ცხოვრება ბურუსით იყო მოცული. და აი, სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 58 წლის მონიკა 64 წლის ცნობილ რეჟისორს, ტიმ ბარტონს ხვდება. წყვილი ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთად უკვე ბევრჯერ დააფიქსირეს.

ამჯერად ისინი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდნენ, როდესაც მადრიდის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულები დასეირნობდნენ. ორივე შავი ფერის ტანისამოსში იყო გამოწყობილი. ტიმს დიდი ზომის ქუდი ეხურა. მონიკამ კი შავ პალტოს „კრისტიან ლაბუტენის“ კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა, რომლის ღირებულებაც 1531 ევროა.

ფოტოებს ინტერნეტსივრცეში  დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„ეს მათი უკანასკნელი სიყვარულია“, „ბოლო ათწლეულის საუკეთესო წყვილი“, „ერთმანეთისთვის არიან შექმნილები“, – წერენ კომენტარებში.

მედიის ცნობით, მონიკა და ტიმი ერთმანეთს უკვე ოთხი თვეა ხვდებიან.

ცეცხლოვანი ტანდემი – მონიკა ბელუჩისა და ტიმ ბარტონის ვნებიანი კოცნა

მონიკა ბელუჩი ისევ შეყვარებულია – ლეგენდარული მსახიობი რეჟისორ ტიმ ბარტონს ხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები