LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბენიფერის“ დრამატული საღამო ხვევნა-კოცნითა და „წაცეკვებით“ დასრულდა

684
page

გუშინ „ოქროს გლობუსის“ 81-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი გამოჩნდნენ.

ვიდეო: „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე მიმავალი ბენ აფლეკის სახე კვლავ მემედ იქცა – „ბენიფერის“ ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

წითელ ხალიჩაზე  მიმავალი ბენი, როგორც ყოველთვის, უხასიათოდ გამოიყურებოდა. მედიის ცნობით, რაღაც მომენტი ბენ აფლეკი ფოტოგრაფების არეალიდან გაქრა და მისი მეუღლე ეულად პოზირებდა ფოტოობიექტივის წინაშე, თუმცა, „ბენიფერმა“ ეს საღამო მშვიდობიანად, ფლირტით, „წაცეკვებითა“ და მხურვალე კოცნით დააგვირგვინა.

ამ დღეს 54 წლის ჯეი ლო ულამაზეს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც ვარდის ფორმის სახელოები და დიდი შლეიფი ამშვენებდა.

„ბენიფერი“ 2024 წელს გარჩევებით იწყებს – ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ფოტოები საიუველირო მაღაზიიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები