LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთმა ამერიკას აჯობა და ამიერიდან, ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა

281
Americau2019s-conflict-with-China-is-ideological-and-so-much-more

ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაასწრო და ის ამიერიდან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, – ამის შესახებ საუბარია McKinsey & Co-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ გლობალურ საფინანსო ანგარიშში.

McKinsey & Co-ს მკლევრებმა გაანალიზეს იმ 10 ქვეყნის მონაცემები, რომლებიც მსოფლიოს შემოსავლის 60%-ს უყრიან თავს.

როგორც ანგარიშში წერია, უკანასკნელ ორ ათწლეულში დედამიწა ბევრად უფრო მდიდარი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, მთელი მსოფლიოს სიმდიდრე 2020 წელს $514 ტრილიონამდე გაიზარდა. 2000 წელს ეს რიცხვი 156 ტრილიონს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს შემოსავლის 1/3 ჩინეთზე მოდის. დღეს ჩინეთის მთელი სიმდიდრე 120 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული. რაც შეეხება აშშს, მისი სიმდიდრე ახლა 90 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები