LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ჩვენს ბავშვებთან ჩახუტებულებს რომ გვძინავს, პატარა ბიჭს დედა ენატრება, რადგან დედამისმა ქუჩაში თუ არ დაიძინა, ბოლო ხმაზე არ იყვირა, ისე ვერ გააგებინებს დაყრუებულ ჩინოვნიკებს, რომ მისი შვილიც იმსახურებს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას“ – თამთა ჯანაძე

157
BeFunky-collage (33)

ჟურნალისტი თამთა ჯანაძე აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს ეხმაურება.

ის სოციალურ ქსელში მშობლების მდგომარეობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მეხუთე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ.

“ამ სასწაული ბიჭის დედაა ეს გოგო. წუხელ კანცელარიასთან ეძინა. უჭირს ღამით უჩემოდ ყოფნაო, მაგრამ ახლა აქ უნდა ვიყოო, ამბობდა. ჩვენ ჩვენს ბავშვებთან ჩახუტებულებს რომ გვძინავს, პატარა ბიჭს დედა ენატრება, რადგან დედამისმა ქუჩაში თუ არ დაიძინა, ბოლო ხმაზე არ იყვირა, რკინის ქალამანი არ ჩაიცვა და სამყარო არ შეძრა, ისე ვერ გააგებინებს დაყრუებულ ჩინოვნიკებს, რომ მისი შვილიც იმსახურებს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ამაღამ მეხუთე ღამეს გაათენებენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით.

ხვალ სამუშაო დღეა. პრემიერის სამუშაო დღე!”, – წერს თამთა ჯანაძე.

ამავე თემაზე:

თუ ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს.

„სად არის სახალხო დამცველი, როდესაც დედები აქ ასეთ მდგომარეობაში ვართ?“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

„ვიხოცებით, არ უნდა შეგვხვდნენ? შვილის სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ“ – მშობლების აქცია კანცელარიასთან

თამარ გაბუნია – რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, არის ის, რომ არ არის ცნობილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში

„ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა ქართველებმა თანხა გამოგვიყვეს, რომელსაც აქციის მომზადებაში გამოვიყენებთ“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები სამოქმედო გეგმაზე

„მახსოვს, როცა დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ მაკუნამ აღელვებულმა დამირეკა.. პირველი ემოცია შოკი იყო ჩემთვისაც.. ამასობაში სასწაული ხდება, ქმნიან მედიკამენტს, ჩვენი ხელისუფლება კი ხან აიმედებს, ხან ზურგს აქცევს“ – რას წერს ანა სუბელიანი

„სიცრუის მინისტრია, არც მოგვისმინა, სახეში არც შემოგვხედა და ადამიანებად არ გვთვლის“ – აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ აქციას აანონსებენ

„თუკი გვეუბნებიან, რომ ერთად უნდა გავიჭირვოთ, რომ კარგი გზები გვქონდეს, ჩვენი ფულიდან უნდა ფინანსდებოდეს კონცერტები.. მინდა იმ გზაზეც თავაწეულმა ვიარო და კონცერტზეც სიამოვნებით წავიდე.. მივხედოთ ბავშვებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს“ – ნინო ზაუტაშვილი 

„არ გვაქვს დასაკარგი, ზღაპრების მოსმენის დრო – ვითხოვთ დაფინანსებას ჩვენი შვილებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს პასუხობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები