LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ფასდაუდებელია – ვინ როგორ ულოცავს ილია მეორეს დაბადების დღეს

1180
70165823-1443112742493292-2329099681595916288-o

დღეს ილია მეორე 87 წლის გახდა. ქართული ეკლესიის წინამძღოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს. იგი 42 წელია სათავეში უდგას ქართულ ეკლესიას.

დღეს პატრიარქის დაბადების დღეა- ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა

პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

“უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.

მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლის და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”- ნათქვამია გიორგი გახარიას მისალოც წერილში.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/photos/a.140309842773595/1556234044514494/?type=3&theater

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის!

ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!“ – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

პატრიარქს დაბადების დღე პირადად მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 87 წლის იუბილესთან დაკავშირებით პატრიარქი მილოცვებს იღებს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საქართველოს ფარგლებს გარედანაც:

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს მორწმუნე საზოგადოება, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ საქართველოს ფარგლებს გარედანაც ძალიან ბევრი მოლოცვები მოდის და ჩვენ ვუერთდებით ამ სიხარულს. პატრიარქი 87 წლის შესრულდა, მისი შრომა და ღვაწლი ეკლესიაში ძალიან დიდია,”- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები