LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს პატრიარქის დაბადების დღეა- ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა

787
4889610540

4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. დღეს პატრიარქს  87 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაასრულა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ილია მეორე – უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება დამოკიდებულია ჩვენზე

ქართული ეკლესიის წინამძღოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხეს. იგი 42 წელია სათავეში უდგას ქართულ ეკლესიას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები