ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილნი არიან პოლიციის განყოფილებაში.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.
„ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა – კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.