LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ!“ – აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილე, პრემიერმა ილია მეორეს ოჯახთან ერთად პირადად მიულოცა

140
Untitled design (1)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს აღნიშნავს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოჯახთან ერთად ეწვია ილია მეორეს და ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს დღეგრძელობა და მხნეობა უსურვა.

„მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.

თითქმის ხუთი ათწლეულია მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს.

მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან…

Posted by Irakli Garibashvili on Monday, December 25, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g