ნატალია ქუთათელაძე შვილს ელოდება – ამის შესახებ ეკა მამალაძემ გადაცემაში „არტ Fm“ თათა სადრაძესთან სტუმრობისას ისაუბრა, რადიო „ფორტუნას“ ეთერში. მომღერალმა აღნიშნა, რომ მალე ბებია გახდება და მისი ქალიშვილი, ასევე მომღერალი ნატალია ქუთათელაძე მალე დედა გახდება.

,,წარმოუდგენლად მეჩვენება, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს გოგი დოლიძის სცენაზე” – ეკა მამალაძე პრემიერით ,,არტ-Fm”-ში

ნატალია ქუთათელაძის მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა. წყვილი ცალკე ცხოვრობს.

ეკა მამალაძე აღნიშნავს:

„ნატალიკო სექტემბერში ბავშვს ელოდება. ძალიან ბედნიერები ვართ. პანდემიის დროს ნატალია ძალიან სერიოზულ კონკურსში მონაწილეობდა, სამივე ტურში გაიმარჯვა. მისი ფინალური ტური იმართება ივნისის თვეში. ნატალია მაინც ფიქრობს, წავიდეს თუ არა…“

მსგავსი თემები