LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: სააკაშვილი ომის შემდეგ შესანიშნავად გრძნობდა თავს, არავითარი დისკომფორტი არ შექმნია, ომის დროს საკუთარ დედას ქონება გადაუფორმა

105
ირაკლი ღარიბაშვილი

„სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას არავითარი დისკომფორტი არ შეჰქმნია. ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ოპოზიციის დესტრუქციულობაზე ისაუბრა.

„ამაზეა მეგობრებო საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსები ომის დროსვე გაიქცნენ და მიატოვეს ქვეყანა.

მაშინდელმა მთავარსარდალმა მსოფლიოს თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა

„საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გაწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, შემდეგ ჯარი, შემდეგ პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების პატიოსანი ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით.

ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გვიკიჟინებენ ომში ჩავერთოთ და სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის – ღარიბაშვილი

მისივე სიტყვებით, ომის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას ხელი კაპიტულანტურად მოაწერა და ეს დანაშაული ისევ ქართველ სამხედროებს დააბრალეს.

„ისევ ვის დააბრალეს, ვინ დაადანაშაულეს, ქართველი სამხედროები, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი. კაცმა თავისი უგუნურებით, თავისი სისულელით, პირდაპირ უნდა ითქვას, თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება, ნგრევა და შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერინა ხელი საკუთარ მთავრობას.

ეს ხალხი იბრძვის დღესაც ამ უბედურების გამეორებისთვის, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ მკაფიოდ, მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი: რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, მათი მიზანია 2008 წლის უბედურება განმეორდეს

მისივე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი.

როგორც პრემიერი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს: ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ჩვენმა პარტიის დამფუძნებელმა, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ეს უნდა იყოს თითოეული ქართველის საზრუნავი.

„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი – როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ დავაყენოთ ფეხზე.

მესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილი სოლიდარობის აქციებზე: ხალხი იღუპება, იბომბება მთელი უკრაინა – აქ, მართავენ კონცერტებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები