LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გილიგაშვილი: „მალე მეტყვიან, რადიაციული დასხივება დამჭირდება თუ არა…“

498
გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ის მალე თურქეთში მიემგზავრება, სადაც ოპერაციის შემდეგ პირველი კვლევა ჩაუტარდება:

„როგორც უნდა მიდიოდეს ჩემი ჯანმრთელობის აღდგენა, ღვთის წყალობით, ისეც მიდის და ჰორმონების დოზა რაც უნდა იყოს, დამირეგულირდა. მალე კი ისევ თურქეთში მივდივარ, რომ პირველი სამედიცინო შემოწმება გავიარო ოპერაციის შემდეგ. მეტყვიან, რადიაციული იოდის მეორე დასხივება დამჭირდება თუ არა. ვიმედოვნებთ, რომ არ დამჭირდება და მეტასტაზები აღარ იქნება დარჩენილი. მხოლოდ მცირე, 10% არსებობს, რომ რამე იყოს.

მეც თავს იმდენად კარგად ვგრძნობ, იმედია, არ დამჭირდება. ხმაც ნელ-ნელა მომივიდა და შემიძლია, პირველ რიგში ვისაუბრო და ვიმღერო კიდეც. მოხარული ვარ, რომ ღვთის წყალობით, დაბალ ტონში სიმღერაც შემიძლია…“

აგვისტოში დაზუსტდება, მაქვს თუ არა მეტასტაზები დარჩენილი: გიორგი გილიგაშვილი

ნუცა გილიგაშვილი: „იყო საშიშროება, რომ გიორგის ხმა საერთოდ დაეკარგა… ძალიან ფრთხილად იმუშავეს ექიმებმა…“

„ველოდი, რომ რაღაც უნდა განმეცადა და უფალმა ბრძოლის ველი გამიჩინა“ – გიორგი გილიგაშვილი მძიმე დიაგნოზზე ჰყვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები