როგორც იცით,გიორგი გილიგაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, ის სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა და პირველი ეტაპი კარგად დასრულდა. ახლა ის ისევ მიემგზავრება თურქეთში და ჟურნალ „სარკეს“ ამის მიზეზს უმხელს:
„უფლის წყალობით, კარგად ვარ, ახლა მიწევს გამგზავრება, მცირე დოზით დასხივება უნდა ჩავიტარო. ეს აუცილებელი პროცედურაა, რადიოაქტიური იოდით დასხივება. ამ ყველაფერს გავდივარ უფლის სიყვარულით, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომით, ასევე – უცნობი ადამიანების დალოცვით, არც დიდად სალხინოდ არის საქმე და არც სავალალოდ. ყველაფერი მიდის სიმშვიდით, მეც მშვიდად ვარ…“
ვიდეო: გიორგი გილიგაშვილი: „ახლა, როცა სნეულება აღარ მჭირს, ერთი რამ გავიაზრე…“
გიორგი გილიგაშვილი: „ჩემი მეგობრები უანგაროდ იხარჯებიან ჩემთვის მატერიალურად თუ ფიზიკურად…“
გიორგი გილიგაშვილი: „მალე მეტყვიან, რადიაციული დასხივება დამჭირდება თუ არა…“