LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ნათია თურნავაზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს – პრეზიდენტის ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ძალიან მძიმეა“

137
კალაძე თურნავა_ზურაბიშვილზე

„ნათია თურნავაზე პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ძალიან მძიმე და ცუდია“.

პრეზიდენტი: ნათია თურნავა პირადად ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატია, ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, ბოდიშს ვიხდი

„პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის მოვალეობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე.

ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ზარქუა პრეზიდენტზე: „კანონი არ ესმის.. ჰყავხართ მრჩევლები და მოგისმინოთ, უხერხულში ვარდება.. ემსახუროს ქართველ ხალხს და არა მათ, ვისაც ამ ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა“

მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, „როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“.

„რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით.

„უკვე ვთქვი და გავიმეორებ – მე არ მაინტერესებს სახელი და გვარი.. რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა“ – ნათია თურნავა

ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ქონება თავის შვილს გადაუფორმა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას

დედაქალაქის მერის აზრით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, პიროვნება ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებით, სავარაუდოდ, არ იზღუდება.

„პირველ რიგში, ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს

რაც შეეხება, ფარცხალაძის მიერ ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას, მე იურისტი არა ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა ერთი რამ როგორც ვიცი და ამას არ ვიჩემებ, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები ამას არ ზღუდავს – ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას.

ფარცხალაძე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში.

გურამ მაჭარაშვილი: „მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით.. ისე აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს“

რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე შესაბამისი უწყებები განცხადებებს გააკეთებს, კერძოდ, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს აღნიშნულ საქმეს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, მე პოლიტიკოსი და დედაქალაქის მერი ვარ და ამ სიღრმეებზე ინფორმაციას ცხადია, არ ვფლობ“. –  განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g