პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარედ არა პარტიამ, არამედ დავით კეზერაშვილმა შეარჩია.
მისივე თქმით, ამ პარტიაში მხოლოდ დესტაბილიზაციის გამოწვევით არიან დაინტერესებულები..
“ხაბეიშვილის უკან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფულადი რესურსია და ვანო მერაბიშვილიც საკმაოდ სერიოზული ფიგურანტია მათი აზრით, რომელსაც შეუძლია, ყოფილი ძალოვნები გააერთიანოს. მაგათ არ აინტერესებთ, 2024 წლის არჩევნები, მაგათ აინტერესებთ 30-50 ათასი ადამიანი, რომელიც დესტაბილიზაციას გამოიწვევს. პარტიამ შეარჩიაო ვერ ვიტყვით ხაბეიშვილზე, კეზერაშვილმა შეარჩია”, – საუბრობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
„პროტესტი იქნება უწყვეტი“ – რა გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“