LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლავროვი: „სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ „გამღიზიანებლად“, დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში

143
სერგეი ლავროვი

„საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნით დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

როგორც ლავროვმა „РИА Новости“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, „დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ აქციოს“:

„ახლა საქართველოში, პრეზიდენტთან ერთად არის მთავრობა, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნას მეორე ფრონტი.. იქ უკვე ასეთი ტერმინოლოგიაც კი წავიდა, ისინი [პრემიერი და საქართველოს მთავრობა] ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მანვე დასძინა, რომ ეს „აკმაყოფილებს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.“

„მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ასევე სურთ, საქართველოს გადააქციონ სხვა „გამაღიზიანებლად“, დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის იმ აგრესიულ დროში.“– ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვი: უკრაინის შემდეგ „ანტირუსული ცენტრი“ მოლდოვა გახდება

„დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ NATO-მ ითამაშა თავისი როლი – სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა: ეს ინდულგენციაა“: სერგეი ლავროვი

ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g