LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მანქანაში ნაპოვნი ხელნაწერი, “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”, ბაჩალიაშვილს ეკუთვნის”- შსს ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს

261
BeFunky-collage (2)

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის საქმეზე შს სამინისტრომ ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული დასკვნა გაასაჯაროვა. უწყების განმარტებით, ექსპერტიზის მიერ დადასტურდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ნაპოვნი ჩანაწერი “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ”  ნამდვილად ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ ბანკში ბაცალიაშვილის ანგარიშზე 75 000 ლარი ირიცხება.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში.

ბაჩალიაშვილს ბერას კომპიუტერში შეღწევა დააბრალეს? - ადვოკატი "ფორტუნასთან" მდინარაძის განცხადებას ეხმაურება

"ეს რა უბედურებაა, საიდან მოაქვთ მსგავსი ინფორმაციები. პოლიტიკოსებმა პოლიტიკა აკეთონ"


ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტროში აცხადებენ, რომ  აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან ოჯახთან.

“არ გამოვრიცხავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძემ გაიტყუა ჩემი შვილი სახლიდან”- ბაჩალიაშვილის დედა დღეიდან შიმშილობას იწყებს

შსს: ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები