ამას წინათ გავრცელდა ხმები, თითქოს მარიტა შეყვარებულთან ერთად ისვენებდა ეგვიპტეში. თავად მომღერალს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა „სარკის“ კითხვებს მაინც უპასუხა:
„ძალიან გავბრაზდი ამ ამბავზე. არასწორი ინტერპრეტაციები იყო. ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს ვლაპარაკობ და იმის დაწერა, თითქოს შეყვარებული გამოვაჩინე, ძალიან დიდი უაზრობა იყო. ისეთი რეაქცია მქონდა, განრისხებული დავდიოდი.
არ მინდა პირადზე ლაპარაკი. რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს სოციალურ ქსელში ჩემმა გამომწერებმა ყოველთვის იციან. როდესაც ჩემს დაუკითხავად თავიანთი ინტერპრეტაციით წერენ რაღაცებს, ამას ძალიან გამოვყავარ წყობიდან. ახლაც მახსოვს, შუა ეგვიპტეში ისტერიკაში ვიყავი. ადამიანებს ყელში არ უნდა ამოიყვანო შენი პირადი და ამიტომაც წერენ ხოლმე, რაში გვაინტერესებს, ცნობილ ადამიანებს ვინ უყვართ და ვინ არაო.
ანუ ბუნდოვანია, ხართ თუ არა შეყვარებული?
მე სულ შეყვარებული ვარ.
ფოტო: „ცხოვრება მშვენიერია” – მარიტა როხვაძე რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს