მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი ყოფის შესახებ საუბრობს და ამბობს:
„როცა შვილები ჯანმრთელი გყავს, როცა ხალხი სიღატაკის ზღვარზეა და შენ თუნდაც ერთი ნაჭერი პური გაქვს სახლში, უკვე უკეთ ხარ და მადლიერი უნდა იყო. თუმცა მადლიერებით კი არ უნდა შემოიფარგლო, ეცადო, რაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო უკეთესობისთვის. ძალიან რთულია ოთხი ბიჭის დედობა. ერთი აბიტურიენტია და მით უმეტეს. ვხუმრობ ხოლმე, მარტო საქართველოში შეიძლება, ოთხგან მუშაობდე და მაინც ვალი გქონდეს. პატიოსანი შრომის მოყვარული ადამიანი სულ წვალებაშია, მით უმეტეს, თუ ხელოვანი ხარ…“
ნინო ლეჟავა: „სასაფლაოზე სმა-ჭამას არ მივესალმები, ეს ძალიან ცუდი სანახავია…“