LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება – კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ თუ ჯაფარიძე ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მანდატს არ გაუუქმებდნენ: სამადაშვილი

109
1

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში, უმრავლესობის გადაწყვეტილება, ძალიან მაღალი ალბათობით, განსხვავებული იქნებოდა.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, ეს განცხადება არის არა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, არამედ კრიმინალური სინდიკატის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება.

მისივე თქმით, კობახიძე კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს:

“ირაკლი კობახიძემ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას არაფერი აქვს საერთო არც კონსტიტუციურ მართლწესრიგთან და არც კანონის უზენაესობასთან.

მან პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ. კობახიძის განცხადება, რომ ბადრი ჯაფარიძეს საკუთარი ბრალეულობა უნდა ეღიარებინა, სწორედ ამას ნიშნავს.

რეალობაა, რომ ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება. კობახიძე, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციონალისტია, რეალურად კრიმინალური ლოგიკით აზროვნებს და მოქმედებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობს, ქვეყანაში მორყეულია კონსტიტუციის საფუძვლები იმ არაფორმალური მმართველობის რეჟიმში, რომელიც სახელმწიფოში ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა”, – თქვა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში, მაღალი ალბათობით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება განსხვავებული იქნებოდა:

“აღიარების პირობებში ჩვენი გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით იქნებოდა განსხვავებული. როდესაც შენ აღიარებ დანაშაულს, ამით შენ არ უპირისპირდები სისტემას, მაგრამ აქ იყო სხვა მოცემულობა. როდესაც შენ თაღლითობაში დაგდებენ ბრალს და მსჯავრი გაქვს, ასეთ დროს ან უნდა აღიარო, ძნელია პოლიტიკოსისთვის თაღლითობის აღიარება, ან მეორე ვარიანტია, არ აღიარებ და იძულებული ხარ, დაუპირისპირდე სისტემას”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტმა, ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტა, რის შემდეგაც პარტიაში განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

ამავე თემაზე:

სერგეენკო ჯაფარიძის შანსებზე: მოსახლეობისათვის რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი და არა მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნისთვის გამოყენების შესაძლებლობა

თალაკვაძე: ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება – მისი კანდიდატურის წარდგენა პოლიტიკური მანევრია, რომ მოვლენების ზედაპირზე დარჩეს

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

მიქანაძე ბადრი ჯაფარიძეზე: რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, ვისაც კრიმინალთან აქვს შეხება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g