LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაუბარა ცოლს ამერიკაში ემიგრანტად წასულმა გიორგი მეგრელიშვილმა: „მოხდა სასწაული და მწვანე ბარათი მოვიგე…“

1271
გიორგი მეგრელიშვილი

მსახიობი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი აშშ-ში გაემგზავრა. მან მწვანე ბარათი მოიგო და ბედის საძიებლად სხვა ქვეყანაში გაეშურა.

გიორგი მეგრელიშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება:

„მოხდა სასწაული და მოვიგე მწვანე ბარათი მთელი ოჯახისთვის. გადავწყვიტე, ოცნებები ამესრულებინა. ამ ქვეყანაში ჩამოსვლა ყოველთვის მინდოდა, გეგმებიც მქონდა. ადრეც ვიყავი, მაგრამ უსაბუთოდ აქ გაჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია, ახლა დავრწმუნდი, რომ ამ შემთხვევაშიც რთულია, მარტივად ააწყო ყველაფერი. მწვანე ბარათი ათი თვის წინ მოვიგე…“

ცუცა კაპანაძე: „კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა…“

მსახიობი საუბრობს იმის შესახებაც, რა დაუბარა მეუღლეს, რომელიც თბილისში დარჩა:

„ბოლო სიტყვა, რაც დავუტოვე, ის არის, რომ მე ვარ ოდისევსი და ის პენელოპეა. მჯერა, რომ ჩვენი ცოლები პენელოპები არიან, როდესაც გმირი ქმრები მიდიან სამოგზაუროდ, ცოლები ელოდებიან. იმედია, პენელოპე მყავბს ცოლად და მეც ოდისევსი ვარ. მინდა, ეს მჯეროდეს…“

როგორც გიორგი ამბობს, მის ცოლსაც აქვს ათწლიანი ვიზა ამერიკაში, მაგრამ ჯერჯერობით იქ ჩასვლას არ აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები