LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ უნდა იყვნენ თქვენი დედები უცხოეთში და უცვლიდნენ სხვებს? რატომ უნდა იყვნენ თქვენი მამები ჩამოშორებული ოჯახებს? რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში?“ – სააკაშვილი

227
BeFunky-collage (2)

„მოხდა საქართველოს „ბაობაბიზაცია“ და უნდათ, რომ ყველამ ფუღუროში ვიცხოვროთ, მაგრამ ეს არ გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას წინ აღვუდგებით“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

სააკაშვილმა ევროკავშირს სამიტზე მისი მისამართით გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მისი პოლიტპატიმრობა მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ვცდილობ, რომ ვიბრძოლო უკეთესი ჯანმრთელობისთვის. თქვენ ნახეთ სახალხო დამცველის ბოლო დასკვნები. სადღაც გაუმჯობესება მაქვს, სადღაც გაუარესება, მაგრამ ხელებს არ ჩამოვუშვებ, რომ მტრის ჯინაზე არ მოვკვდე.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ევროკავშირის სამიტზე ჩემ მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე ვარ პოლიტპატიმარი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც ჩემ თავს ხდება, არის დიდი უსამართლობის ნაწილი, მაგრამ ეს იმ უსამართლობის ნაწილია, რომელიც ხდება ჩემი ქვეყნის და ჩემი სამშობლოს თავს. ეს უსამართლობა, რა თქმა უნდა, ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადალახვა. მე მესმის, რომ ჩემი პოლიტპატიმრობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. მე არ ვარ ერთადერთი პოლიტპატიმარი, უბრალოდ ყველაზე ხმაურიანი ვარ და ჩემს თავზე ეს უსამართლობა არის საქართველოს თავზე უსამართლობა.

რატომ უნდა იყვნენ თქვენი დედები უცხოეთში და უცვლიდნენ სხვებს? რატომ უნდა იყვნენ თქვენი მამები ჩამოშორებული ოჯახებს? რატომ უნდა ვიყო მე საპატიმროში? ეს ყველაფერი ერთი და იგივე უსამართლობის ნაწილია. ისინი რესტორნიდან-რესტორანში დაიარებიან, დასრიალებენ, ტენდერს ტენდერზე იგებენ, ახალ ფეშენებელურ სახლს ფეშენებელურ სახლს ამატებენ და ამ დროს ქვეყანა არის დაპატიმრებული. ჩვენი ხალხი უნდა დავაბრუნოთ და ამას წყალი არ გაუვა.

საქართველო არის ძალიან ლამაზი ქვეყანა, ძალიან ნიჭიერი ადამიანებით დასახლებული, რომელსაც უბრალოდ დროებით დაეპატრონნენ ნაძირლები, მაგრამ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ავიღოთ ხელი ჩვენს ქვეყანაზე და ვთქვათ, რომ „ჩვენ უნდა წავიდეთ“.

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი არის მშიშარა და ყველაფერთან ერთად – მეზღაპრეც

არსად არ უნდა წავიდეთ. უბრალოდ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და სიტუაცია უნდა გამოიცვალოს და ამისკენ ჩვენ ყველა ერთად ვისწრაფვით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, 7 ნოემბრის დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებს.

„თუ სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ თავი გადაირჩინოს და ისტორიაში შევიდეს – ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეობიდან უნდა გაათავისუფლოს“ – სოფო ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g