LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსკა მაყაშვილი რთული პერიოდის შესახებ: „საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, 2-3- თვე მძიმედ ვიყავი, იმასაც ვერ ვხდებოდი, რომ ექიმი უნდა დამხმარებოდა…“

426
ruska (1)

რუსკა მაყაშვილმა „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე ისაუბრა. მსახიობმა განაცხადა, რომ ამაში დასამალი არაფერია. პირველი მშობიარობის შემდეგ ეს დეპრესია მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა, მეორედ კი უფრო ხანგრძლივად და ექიმის დახმარებაც დასჭირდა: „ამოცანა იყო, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დამმართნოდა, მაგრამ საკმაოდ ღრმა დეპრესიაში გადამივიდა. მხოლოდ სევდას და „ტირილი მინდოდას“ ამას ვერ დავარქმევ. დიდი ხანი გაგრძელდა. სამი-ოთხი თვე ვიყავი ძალიან მძიმედ.

რუსკა მაყაშვილი: “დამეწყო შიშები… ახლაც ვმკურნალობ”

ჩავრიეთ ექიმი. თავიდან იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომ ექიმი უნდა დამხმარებოდა, აგრესია მქონდა, არ მჭირდება არავინ, კარგად ვარ-მეთქი. ამ დროს რა კარგად ხარ, საერთოდ წინ ვერ იყურები… მე ვერც მივხვდებოდი, ოჯახის წევრებმა დამაძალეს ექიმთან მისვლა. ძალიან რთულია ამ დროს ქალისთვის ყოფნა, საერთოდ ვერავინ გიგებს, რა გააკეთე, რა გადაიტანე და რა ჰორმონალური ცვლილებები მიდის შენში. შეიძლება გაგაღიზიანოს ყურადღებამ ან უყურადღებობამ. აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი. ამ დროს ოჯახის წევრების გვერდში დგომა მნიშვნელოვანია…“

რუსკა მაყაშვილი: „სოციალური ქსელით ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან და ხშირად ვხდები ანტივაქსერების აგრესიის სამიზნეც. ..“

რუსკა მაყაშვილი: „როცა შინ არ ვარ, სანდრო არაჩვეულებრივად უვლის პატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები