LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულში მოხვდა

377
file-20170514-3664-1jpqbew

ადამიანის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია კვებასთან. როგორ უნდა ვიკვებოთ და რა უნდა მივირთვათ – ამ კითხვებს ყოველ დღე ვუსვათ საკუთარ თავს და ვხვდებით, რომ ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რჩევა კი საინტერესოა.

აშშ-ში ყოველწლიურად 33 მილიარდი იხარჯება წონის დაკლების პროდუქტებზე, დიეტას კი  42 მილიონი ადამიანი მიმართავს.

საინტერესოა, კიდევ რომელი ქვეყანაა ,,დიეტით შეპყრობილი”

კულინარიულმა ვებგვერდმა Chef’s pencil-მა Google Trends-ზე დაყრდნობით გამოიკვლია თუ რომელი ქვეყნიდან მიმართავენ Google-ის საძიებო სისტემაში  ყველაზე ხშირად დიეტასთან დაკავშირებულ საკითხებს.

20 ქვეყნისგან შემდგარი სიის სათავეში პოლონეთია, მას ავსტრალია, შეერთებული შტატები, ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ ამერიკა მოსდევს.

მე-7 ადგილს კი აღნიშნულ სიაში  საქართველო იკავებს. როგორც ირკვევა, Google-ის მომხმარებლები  საქართველოდან ყველაზე ხშირად დუკანის დიეტით ინტერესდებიან.

დიეტის ძებნის მხრივ ტოპ ქვეყნებს შორისაა:

  • ლიბანი
  • კანადა
  • გაერთიანებული სამეფო
  • ხორვატია
  • კატარი
  • გაერთიანებულ არაბთა ემირატები
  • ირლანდია
  • რუმინეთი
  • საბერძნეთი
  • იტალია
  • ქუვეითი
  • ჩეხეთი
  • რუსეთი

გარდა ამისა, დასახელდა დიეტებით შეპყრობილი ქალაქების ტოპათეული, რომელშიც თბილისი არ არის შესული. იმ ქალაქებს შორის, რომლის მოსახლეობა გახდომის თემითაა დაინტერესებული, არიან:

  • ვარშავა
  • ბრისბენი
  • სიდნეი
  • მელბურნი
  • ჰიუსტონი
  • ნიუ-იორკი
  • ლოს-ანჯელესი
  • რომი
  • ჩიკაგო
  • ტორონტო

კვლევის ავტორის განცხადებით, ადამიანები დიეტებით უფრო მეტად  ახალი წლის დასაწყისში ინტერესდებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g