ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ამავე გვერდის მიხედვით, ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირების სულ 1155 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.