LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგისა და ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა: ვაშაძე

98
Capture

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნატოს გენერალური მდივნისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის გაუქმების შემდეგ, კვლავ განახლებულ ინფორმაციას ეხმიანება.

იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა

როგორც ვაშაძე აცხადებს, შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა:

“ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა, რომ თუ ქვეყანაში არ შეწყდება ანტიდასავლური პროპაგანდა და საქართველო არ გახდება რეალური პარტნიორი ნატოს და ევროკავშირის და დაჩქარებული წესით არ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, “ქართული ოცნების”  ხელისუფლების პირობებში ნამდვილად მოხდება ნატოს და საქართველოს ურთიერთობების “დაქენსელება”.

“ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ანტიეროვნულ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ქვეყანას ანტიეროვნული ხელისუფლება სახით”, – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.

მოგვიანებით კი იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისევ ჩაინიშნა.

სტოლტენბერგი ჯერ ცუდად გახადეს და მერე ისევ კარგად გახადეს, არასერიოზულია ეს ყველაფერი: ანა ნაცვლიშვილი

მიუხედავად სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატო-სთვის არის ძალიან ღირებული: ალუდა ღუდუშაური

magti 5g