LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „თუ შენ 2005 წლის დასაწყისში იმშობიარე და გითხრეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ, აუცილებლად დამიკავშირდი, რადგან ისინი ცოცხლები არიან“ 

341
BeFunky-collage (5)

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც სოციალური პროექტი „ვეძებ“ შექმნა და მრავალ ადამიანს დაკარგული ოჯახის წევრი აპოვნინა, მორიგ მიმართვას ავრცელებს გაშვილებულ ბავშვებთან დაკავშირებით.

„რომ გავიღვიძე, ეს ამბავი დამხვდა.. საქართველო ამ ასეულში არასდროს ყოფილა, ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება ჩემს თავს“ – როგორ აღმოაჩინა BBC-მ თამუნა მუსერიძე და რას ნიშნავს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვედრა

„დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ჩვენ მტკიცებით ფორმაში არაფერს ვამბობთ და არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ 2005 წელს ტყუპი დები სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა ოჯახებში იყვნენ გაყიდულები, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ აქ ექიმების ბრალეულობა იკვეთება, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის გაყიდვის უფლება არავის აქვს და თუ ბავშვი, მართლაც დედის სურვილით არის სამშობიაროში დატოვებული, სამშობიაროს თანამშრომლები ვალდებული არიან, ისინი ბავშვთა სახლს გადასცენ.

რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიას, 2005 წელს, ანას აღმზრდელი მშობლები დაუკავშირდნენ მე-5 სამშობიაროს თანამშრომელს და უთხრეს, რომ მათ ბავშვის აყვანა სურდათ.

მე-5 სამშობიაროს თანამშრომელმა უთხრა, რომ მას ჰყავდა გოგონა, რომელიც გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში, ძიძასთან იყო და 3 800 დოლარის სანაცვლოდ ძიძა ბავშვს გადასცემდა.

 

თუ შენ 2005 წლისნდასაწყისში იმშობიარე ‼️‼️

Posted by ვეძებ on სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2023

აღმზრდელმა მშობლებმა მეორე დღეს თანხა მიიტანეს. ძიძამ მშობლები ერთ-ერთი ეკლესიის ეზოში დაიბარა, ბავშვი რა თქმა უნდა, თანხის სანაცვლოდ გადასცა და მანვე გაუკეთა დაბადების მოწმობა, რომელშიც ბავშვი აღმზრდელი მშობლების ბიოლოგიურ შვილად წერია..

რაც შეეხება მეორე დას, როგორც ვიცით, ის თბილისის პირველი ან მეორე სამშობიაროდან, ექვსი თვის ასაკში არის წამოყვანილი.

ასე რომ, თუ შენ 2005 წლის დასაწყისში, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მაინც ვიტყვი, 2004 წლის ბოლოს იმშობიარე და გითხრეს, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ, აუცილებლად დამიკავშირდი, რადგან ისინი ცოცხლები არიან“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები