LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მამაკაცს ეს 9 თვისება აქვს, არასოდეს გაუშვათ თქვენგან – მეცნიერები გვირჩევენ

2016
vacacionespareja

“ნამდვილად არის ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი ის, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა?” – ხანგრძლივ ურთიერთობაში მყოფი წყვილები ხშირად სვამენ ამ კითხვას.

ურთიერთობებსა და სიყვარულის საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგები, ასტროლოგები და მკვლევარები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ იმის გასარკვევად, თუ როგორი ტიპის ადამიანები ეწყობიან ერთმანეთს, რა შემთხვევაში ინარჩუნებენ ისინი ურთიერთობებს და რა თვისებები უნდა გააჩნდეს ადამიანს, რათა მან შეძლოს ბედნიერ და ხანგრძლივ ურთიერთობაში ყოფნა?!

როცა საქმე კაცს ეხება, ამბობენ, რომ თუ მასში ქალი რამდენიმე თვისებას აღმოაჩენს, სამუდამოდ უნდა შეინარჩუნოს და არასოდეს გაუშვას ასეთი კაცი.

„ფორტუნა“ გთავაზობთ იმ თვისებათა ჩამონათვალს, რომლებიც კაცის უპირატესობად მიიჩნევა:

  1. ის ჭკვიანია-ფინეთის ჰენკენის ეკონომიკის სკოლის ახალი კვლევა ამბობს, რომ რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი მოღალატე იქნება. კვლევის თანახმად, გონიერი მამაკაცები როცა ქორწინდებიან, ოჯახს აღარ ანგრევენ.

  2. მას აქვს იუმორის გრძნობა –კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი უპირატესობა მამაკაცში არის ის, რომ მას აქვს იუმორის გრძნობა და სურს ხშირად გაგაცინოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ის თქვენს სიხარულს და დადებით ემოციებზე ზრუნავს-თქვენი ბედნიერება უნდა.

  3. ის თქვენს კარიერულ წინსვლას მხარს უჭერს-კვლევის მიხედვით, მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალმა უნდა შეწყვიტოს მუშაობა და ბავშვებს მიხედოს. ნამდვილი მამაკაცი კი თვლის, რომ მან და მისმა პარტნიორმა ერთად უნდა გადაანაწილონ დრო ისე, რომ ქალმა მუშაობა შეძლოს და არ ჩამორჩეს კარიერულ გამოწვევებს.

  4. მას თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები უყვარს და პატივს სცემს – მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ თქვენი გარემოცვაც უნდა უყვარდეს. მისთვის თქვენი ოჯახი და მეგობრები ისეთივე ახლობლები უნდა იყვნენ, როგორც თქვენთვის.

  5. ის ემოციურად გონიერია- თუ სტერეოტიპებს დავუჯერებთ, ქალები ემოციურად უფრო გახსნილები არიან, ვიდრე მამაკაცები. მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის – ჯანსაღი ურთიერთობისთვის საჭიროა ორივე მხარემ გამოხატოს საკუთარი ემოციური დამოკიდებულება. მეცნიერები თვლიან, რომ მამაკაცები, რომლებიც ემოციებს გამოხატავენ, უფრო ხანგრძლივად რჩებიან ურთიერთობაში.

  6. ის პატივს სცემს თქვენს აზრს და გისმენთ ყურადღებით როცა რამე გაქვთ სათქმელი- “თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის ყოველთვის მართალია და არასოდეს განიხილავს შენს არგუმენტს, ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობისთვის კარგი ნიშანი. თუ მამაკაცი უარყოფს პარტნიორის გავლენას, ეს შეიძლება მიგანიშნებდეთ, რომ მას ძალაუფლება უყვარს,”- ამბობს დოქტორი ჯონ გოთმანი, ავტორი წიგნისა „ქორწინების შვიდი პრინციპი.”

  7. ურთიერთობის განვითარებას ცდილობს-”ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ თავსებადობა წყვილებს შორის ესე ზოგადად არ არსებობს, მთავარია ორი ადამიანი იყოს მონდომებული განავითარონ ურთიერთობა.”- ამბობს მკვლევარი ტედ ჰადსონი.

  8.  მას ახარებს შენი მიღწევები-კვლევა, მიხედვით, წყვილი, რომელიც იზიარებს ერთმანეთის წარმატებას, უფრო კმაყოფილნი არიან თავიანთი ურთიერთობებით, ვიდრე ისინი, ვინც უარყოფითად რეაგირებდნენ ან არიან გულგრილნი ერთმანეთის წარმატებით-ეს არაჯანსაღია. 

  9. ის იზიარებს თქვენს ღირებულებებს- კვლევის თანახმად, ცხოვრების ანალოგიური შეხედულების მქონე ადამიანების ურთიერთობა წარმატებულია. რაც უფრო მეტად ერთნაირია თქვენი პიროვნული თვისებები, მით უფრო სავარაუდოა, რომ პრობლემებს ორივე ერთი და იმავე გზით მოაგვარებთ, შესაბამისად თანხვედრაში იქნებით და ერთმანეთის მიმართ მეტ პატივისცემასაც გასცემთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები