1-ელ იანვარს „ღამის პრაიმ ტაიმის“ გუნდი „რუსთავი 2“-ზე უჩვეულოდ ფერად და მხიარულ, ძალიან მუსიკალურ საახალწლო კონცერტს შემოგთავაზებთ.
კონცერტის მთავარი თემაა წარმოუდგენელი დუეტები, სადაც ტელე და სცენის ვარსკვლავები ერთმანეთს ხვდებიან.
ახლახან გავრცელდა კონცერტის ანონსი, სადაც ჩანს, რომ საახალწლო ღონისძიებაში დუეტებს შეასრულებენ ქეთათო და „ქსოვრელები“, აჩიკო მეფარიძე და მარინა კახიანი, გია სურამელაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი, ზალიკო ბერგერი და თამუნა ამონაშვილი, ლელა წურწუმია და გიორგი ნაზღაიძე, ანა ჩირაძე და კახაბერი და ხანუმები და სხვა ვარსკვლავები.