ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
ამის შესახებ შს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებულია:
„დაკავებულია ერთ პირი. სპეცოპერაცია არის დასრულებული. ყველა მძევალი არის თავისუფალი“, – განაცხადა კოვზიაშვილმა.
ამასთან, მომხდართან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს ბანკიც“:
„ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი – თავისუფალი.
მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს“, – აღნიშნულია ბანკის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.
როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში ქუთაისში მოვლენები, დეტალურად წაიკითხავთ აქ:
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა