წლის ბიზნესივენთი - კომპანიები ერთობლივ პროექტებს არაფორმალურ გარემოში დაგეგმავენ

ინტერვიუ გიორგი გოგლიძესთან-    „ბენე ჯგუფის“ დირექტორი

 

  • ბიზნესნიუსის“ მსმენელმა უკვე იცის, რომ „ბენე ჯგუფის“ ორგანიზებით საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომელიც პირველად იმართება საქართველოში, საუბარია ბიზნესკონტაქტების გაცვლაზე, ერთმანეთის უკეთ გაცნობაზე. უფრო დეტალურად, რა პროექტია ეს და საიდან გაჩნდა ეს იდეა
  • ქვეყანაში ბიზნესგარემო ვითარდება და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში. დღეს ამ სფეროში ჩაკეტილი სისტემაა. ამ პროექტით გვინდა, მოვუწოდოთ კომპანიებს, რომ გაიხსნან, გაცვალონ კონტაქტები, უფრო ეფექტიანები იყვნენ მათი მენეჯერები. აქამდე ტელეფონების და რეკომენდაციების გაცვლა ხდებოდა, ახლა ფიზიკურად გაიცნობენ ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში
  • სად გაიმართება ეს შეხვედრ და ამ დროისთვის რამდენი ბიზნესსუბიექტია დარეგისტირებული
  • ეს ივენთი ლოპოტაზე გაიმართება. დღე ბევრი მსხვილი კომპანიაა უკვე ამ პროექტში ჩართული. გენერალური სპონსორია „მერსედეს ბენცი“, ასევე „საქართველოს ლიზინგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ვისოლ ჯგუფი“, ეს კომპანიები გვერდში გვიდგანან. ამ დროისთვის ბევრი ზარია უკვე შემოსული, ბევრმა კომპანიამ ინტერესი გამოთქვა. მათ ასევე შეუძლიათ პარტნიორი, მეგობარი კომპანიებისთვის შეიძინონ ბილეთები, რომლებიც tkt. ge -ზე იყიდება. პროექტში ქართული და უცხოური ბრენდების წარმომადგენლები იქნებიან
  • ანუ ბილეთებს ყიდულობენ დაინტერესებული პირები
  • ჩვენთანაც შეუძლიათ, რომ დაგვიკავშირდნენ, ასევე tkt. ge -ზე შეიძინონ. ამ შეხვედრაზე მენეჯერებს შეეძლებთ ერთმანეთი ახლოს გაიცნონ
  • როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ეს პროექტი ქართულ ბიზნესს, კონტაქტების გაცვლა გაცვლად ხომ არ დარჩება, თუ ფიქრობთ, რომ ამან შესაძლოა, ერთობლივ პროექტებს , ახალ იდეებს ჩაუყაროს საფუძველი
  • ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ამისთვის დავიქირავეთ კომპანია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. პროფესიონალი გუნდი ავიყვანეთ. ამ აქტივობებით ვაჩვენებთ, რომ ეს არ დარჩება სავიზიტო ბარათების გაცვლად. ეს უნდა იყოს მოსამზადებელი ეტაპი ერთობლივი პროექტების დაწყების, კონტრაქტების გაფორმებისთვის
  • რაც შეეხება „ბენე ჯგუფს“, ასეთი პროექტი თქვენთვის პირველია, ამ მიმართულებითაც ხომ არ აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას
  • ჩვენ ჩვენი სერვისის ჩვენებაც გვინდა ამ კომპანიებისთვის, რომ შემდგომ გამოიყენონ, არ ეგონოთ, რომ ძვირია ეს მომსახურება. პრინციპში დაგვემატა ეს ახალი მიმართულებაც. ჩვენ მერსედესის ივენთიც ჩავატარეთ აგვისტოში. უკვე სამუშაო რეჟიმში ვართ გადასულები კიდევ ერთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. დღეს მერდესესის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ გაზაფხულზე მერსედესის ბიზნესკვირეული გაიმართება და ეს იქნება წლის მთავარი ბიზნესივენთი