LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯეი ლო და ლენი კრავიცი დომინიკის რესპუბლიკაში ერთმანმეთს საოცრად დაუახლოვნდნენ

161
40443398-0-image-a-24-1615707780520

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 51 წლის ჯენიფერ ლოპესი და 45 წლის ალექს როდრიგესი ერთმანეთს 4 წლიანი რომანისა და ორი გადადებული ჯვრისწერის შემდეგ დაშორდნენ. ინსაიდერების განცხადებით, ვარსკვლავური წყვილი უკანასკნელად ერთად დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. 1 მარტის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს აღარ შეხვედრილან. აღნიშნული ფაქტი არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი არ დაშორებულან, უბრალოდ მათი ურთიერთობა სერიოზულ კრიზისშია.

ექსკლუზივი: ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი 4 წლიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ

„დეილი მეილი“ ჯეი ლოსა და ლენი კრავიცის ფოტოს ავრცელებს, რომელიც ასეა დასათაურებული:  „ჯეი ლო და ლენი კრავიცი დომინიკის რესპუბლიკაში ერთმანეთს საოცრად დაუახლოვნდნენ“. როგორც ირკვევა, დომინიკის რესპუბლიკაში ახალი ფილმის Shotgun Wedding გადაღებები მიმდინაროებს, სადაც ჯეი ლოს პარტნიორობას სწორედ ლენი კრავიცი უწევს. ტაბლოიდების ინფორმაციის ბოლო პერიოდში არტისტები საოცრად დაახლოვდნენ.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ჯეი ლომ ქალიშვილს, განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა და სახლში ლეგენდარული არტისტი მიიწვია, რომელმაც გოგონას გიტარის გაკვეთილი ჩაუტარა. ვიდეომ ინტერნეტსივრცე მოიცვა.

ცნობისთვის, ინტერნეტსივრცეში ლოპესის მიერ გამოქვეყნებული „სთორი“ გავრცელდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამხნევებს 13 წლის ემას მამა, მარკ ენტონი. როგორც ჩანს, ჯეი ლოს შვილები დედისა და როდრიგესს შორის პრობლემებს ძალიან განიცდიან.

„როცა ისინი მოწყენილები არიან, მაგრამ დედ-მამა გვერდითაა“, – ასე დაასათაურა ფიტო ლოპესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები