რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი კალაბასასში მდებარე ვილის ეზოში შვილებისთვის საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. სახლის უკანა ეზოში საოცარი სათამაშო სივრცე აშენდება, სადაც ლეგოს სახლი, სასახლე და ასევე ტანისამოსისა და აქსესუარების ბრენდის KKW მაღაზია იქნება განთავსებული.
ინტერნეტსივრცეში წერენ, რომ კიმი ასე ცდილობს ანუგეშოს ბავშვები, რომლებიც დედისა და მამის განქორწინებას განიცდიან. შეგახსენებთ, კიმი და კანიე ერთმანეთს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. ასევე ცნობილი გახდა, რომ კიმი შოუს ახალ სეზონში მეუღლესთან განშორების დეტალებზე ღიად ისაუბრებს.
კიმ კარდაშიანი რეალითი შოუში კანია უესტთან დაშორების შესახებ დეტალურად ისაუბრებს – კანიე გაცეცხლებულია
ვიდეო: კიმ კარდაშიანი სეტყვას და თოვლს ვერ არჩევს – რეალითი შოუს ვარსკვლავი კვლავ დაცინვის ობიექტი გახდა



