LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Lamborghini-ს და McLaren-ის სუპერქარები წყალდიდობამ გაანადგურა

83
lamborgini

აგვისტოში სამხრეთ კორეას ტაიფუნმა გადაუარა და რამდენიმე ქალაქს სერიოზული ზიანიც მოუტანა. დაზარალებულ დასახლებათა შორის იყო ქალაქი სეული, სადაც სუპერქარებით სავსე ფარეხები დაიტბორა. წყალში აღმოჩნდა ძვირადღირებული მოდელები, მათ შორის – Lamborghini, McLaren, Porsche, Bentley, Mercedes-Benz და სხვები. თუკი ფოტოებით ვიმსჯელებთ, აღდგენას არც ერთი მათგანი არ ექვემდებარება.

კადრებში ჩანს ასევე – Kia EV6, Kia Carnival და Jeep Wrangler რომელიც ასევე არანაკლებ დაზიანდა.

სავარაუდოდ, წყალმა სალონშიც შეაღწია და გადარჩა თუ არა რაიმე დეტალი რთული სათქმელია. უცნობია ასევე სუპერქარების საერთო ღირებულება, თუმცა ეს ფასი მილიონ დოლარამდე რომ იქნება ფაქტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები