ბენ აფლეკის ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი ბოლო 2 კვირაა ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ბენის ინტერვიუს შემდეგ, მის მიმართ საზოგადოების ინტერესი ერთიორად გაიზარდა. აქტიურობს თავად გარნერიც. მსახიობმა, რომელიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, ახლახან, შთამბეჭდავი ფოტოები გაავრცელა.
„პატივს ვცემ, როგორც მამას, როგორც ქმარსა და როგორც ადამიანს“ – ჯეი ლომ ბენი დაიცვა
ბენ აფლეკი ყოფილ მეუღლეს საქმეებს ურჩევს? – პაპარაცული ფოტოები
49 წლის ჯენიფერი თეთრ სახლში, ყოველწლიურ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. ის „ოსკარ დე ლა რენტას“ მწვანე კაბაში ბრწყინავდა. მოგვიანებით გარნერმა „ინსტაგრამ სთორიში“ ვარცხნილობის გაკეთების პროცესის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა.