LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არტისტი ყველაზე მეტი „გრემით“ – ბიონსეს უეცარი გამოჩენა დაჯილდოებაზე და ჯეი-ზის რეპლიკა ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მიმართ

384
ჯეიზი

შარშანდელ ,,გრემიზე“ ისტორიული მომენტის შემდეგ, ბიონსე ყველასთვის მოულოდნელად, წლევანდელ დაჯილდოებაზეც გამოჩნდა.

ის საღამოზე მეუღლის, ჯეი-ზის მხარდასაჭერად მივიდა, რომელსაც სპეციალური პრემია – ,,Dr. Dre-ის სახელობის გლობალური გავლენის ჯილდო“ გადასცეს. ვარსკვლავურ წყვილს გვერდს ქალიშვილი – ბლუ აივი უმშვენებდა.

აღსანიშნავია, რომ 42 წლის შემსრულებელს საყვარელმა მამაკაცმა თანადგომა თავადაც გამოუცხადა, როცა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეკორდული რაოდენობის „გრემის“ ფლობის მიუხედავად, ბიონსეს არასდროს მოუგია ჯილდო „წლის ალბომის“ ნომინაციაში, რაც უსამართლობაა.

საგულისხმოა, რომ იყო ვარაუდი, თითქოს ბიონსე საღამოზე ტინა ტერნერის შემოქმედებას მიაგებდა პატივს, თუმცა დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, მომღერლის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

ტრიუმფალური დაბრუნება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ – სელინ დიონი „გრემიზე“ გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები