LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ჩემი ცხოვრების სიყვარული“ – დევიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების 26 წლის იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ

166
page

4 ივლისი ბექჰემების ოჯახისთვის განსაკუთრებული თარიღია, სწორედ ამ დღეს, 1999 წელს, ვიქტორია და დევიდ ბექჰემმა ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცეს.

წლების შემდეგ, ეს ვარსკვლავური წყვილი კვლავ ერთადაა და დღეს ისინი ქორწინების 26 წლის იუბილეს ზეიმობენ.

წყვილმა „ინსტაგრამზე“ სხვადასხვა პერიოდში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თითოეული კადრი სიყვარულის, ერთგულებისა და თბილი ემოციების გამოხატულებაა.

„ჩემი ცხოვრების სიყვარული“, – სწორედ ასეთი სიტყვებით დაასათაურა დევიდმა ფოტოების სერია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღის პატივსაცემად დიზაინერმა პარფიუმი გამოუშვა, Hotel Portofino 97 – ასე ჰქვია ახალ სურნელს, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

„შეაბიჯე Hotel Portofino ’97-ის სამყაროში – ბერგამოტის, საკმევლისა და ფარული შეხვედრის მღელვარებით გაჯერებული სურნელი. სიმსუბუქის დღეების და პორტოფინოს მარადიული ელეგანტურობის ნაზი მოგონება. ჩვენი ხელმოწერის არომატი“, – წერს ვიქტორია.

26 წელი, ოთხი შვილი და ასობით საჯარო გამოჩენა, ბექჰემების სიყვარული ჯერაც ისეთივე მტკიცეა, როგორც 26 წლის წინ.

„როცა ამ ვიდეოს ვუყურებ, ვფიქრობ, უაუ… რა ბედნიერი ვარ! ჩემი ყველაფერი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ – ვიქტორია ბექჰემი მეუღლეს 50 წლის იუბილეს ემოციური სიტყვებითა და ვიდეოთი ულოცავს

„დევიდი ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე“ – 50 წლის ვიქტორია ბექჰემის ინტერვიუ და საოცარი ფოტოსესია „ვოგისთვის“

ძალიან გაუმართლა დევიდ ბექჰემს, როცა 23 წლის წინ ვიქტორია ადამსს შეხვდა – ბექჰემების სიყვარულის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები