დემი მურისა და ბრიუს უილისის 30 წლის ქალიშვილი, თალულა თხოვდება. მისი რჩეული მუსიკოსი, ჯასტინ ეისია.
ჯასტინმა ხელი რჩეულს ახლახან სთხოვდა, თალულამაც მას თანხმობა განუცხადა. ემოციური ფოტოები და ხელის თხოვნის ამსახველი კადრები „ინსტაგრამზე“ დემი მურმა გაავრცელა.
„ხელის თხოვნა შობაზე“, – ასე დაასათაურა პოსტი დემიმ.
ცნობისთვის მურსა და უილისს სამი ქალიშვილი ჰყავს. მათგან ერთი, რუმერი უკვე გათხოვილია, შარშან მას ქალიშვილი შეეძინა.
„საუკეთესო მამა“ – ბრიუს უილისის ქალიშვილები მამასთან ერთად გადაღებულ თბილ ფოტოებს ავრცელებენ
„რომელია დედა, რომელი შვილი?“- 61 წლის დემი მური წითელ ხალიჩაზე ქალიშვილებთნ ერთად