LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ქალები კოსმოსს იპყრობენ! – პირველი კადრები ისტორიული მოგზაურობიდან

181
page

გუშინ, Blue Origin-მა კოსმოსში ისტორიული ფრენა განახორციელა. ეკიპაჟი სრულად ქალებისგან იყო დაკომპლექტებული. იღბლიანებს შორის გახლდათ ჯეფ ბეზოსის საცოლე, ლორენ სანჩესი, აგრეთვე მომღერალი, კეტი პერი, რომელიც პირველი არტისტია, ვინც კოსმოსში გაფრინდა.

გოგონებმა უწონადობაში 11 წუთი გაატარეს და მიწაზე გასაოცარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.

დედამიწაზე დაბრუნებულ საყვარელ ქალს, პირველი მილიარდერი, ჯეფ ბეზოსი, სიტყვებით: „მომენატრე პატარავ“, შეეგება.

კეტი პერის მთელი მოგზაურობის განმავლობაში ხელში ერთი ცალი გვირილა ეკავა, რომელიც მას კოსმოსში ქალიშვილმა, 4 წლის დეიზიმ გაატანა.

ცნობისთვის, გარდა სანჩესისა და პერისა, კოსმოსში კეილი კინგი, მფრინავი, აიშა ბოუვი, მეცნიერი, ამანდა ნგოუენი და კინოპროდიუსერი, ქერიენ ფლინი გაფრინდნენ. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის შემადგენლობა საგულდაგულოდ თავად სანჩესმა შეადგინა.

ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა პირველი კადრები კოსმოსში მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის ისტორიული მოგზაურობიდან.

ფოტო/ვიდეო: ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი ლორენ სანჩესი კოსმოსში გასაფრენად ემზადება

ფოტო/ვიდეო: „ბოლოს და ბოლოს კოსმოსი გლამურული გახდება“ – Blue Origin-ის გოგონები ELLE-ს გარეკანზე

ქალები კოსმოსში! – Blue Origin-ის ისტორიულ ფრენაში ლონერ სანჩესს კეტი პერი შეუერთდება, ნახეთ ეკიპაჟის სრული სია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები