კაბრიოლეტი ყველა მწარმოებლის სერიულ ხაზში როდია, თუმცა მსგავსი მოდელების შესაქმნელად ძალებს ბევრი კომპანია ცდის. ასეთი მუშაობის შედეგები ზოგჯერ საკმაოდ უცნაურია ხოლმე: მხოლოდ ამ წლის დასაწყისში ცნობილმა საავტომობილო ფირმებმა და ტუნინგ-ატელიეებმა ერთდროულად რამდენიმე ორიგინალური პროექტი წარადგინეს.
ჩვენს გალერეაშიც თავმოყრილია – ჩინური ღია სედანი, ბიუჯეტური ოთხკარიანი მოდელი ბრაზილიური ბაზრისთვის, ცნობილი ბრიტანული ყველგანმავალი და იაპონური ბრენდის ორი უახლესი კროსოვერი – მდიდრული და სპორტული.




