ტაივანურმა კომპანიამ “Thunder Power” გამოაქვეყნა ელექტრო ავტომობილის თიზერი, რომლითაც აპირებენ კონკურენცია გაუწიონ „Tesla Model S”–ს. კონცეპტუალური ავტომობილის დებიუტი, რომლის დასახელებაც ჯერჯერობით უცნობია, ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგება.
ავტომობილის პროექტს „Bugatti“-ს ყოფილი ტექნიკური დირექტორი პიტერ ტუტცერი ხელმძღვანელობს. ტაივანელები პირობას დებენ, რომ ახალ მოდელში გაერთიანებული იქნება ევროპული ტექნოლოგიები და იტალიური დიზაინი. ახალი მოდელის პროტოტიპი სატესტო რეჟიმს მილანში გადის.
ცნობილია აგრეთვე ისიც, რომ ავტომობილის სიმძლავრე 430 ცხენის ძალა იქნება, მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ. აგრეთვე ავტომობილს შეეძლება 600 კილომეტრი ელექტროენერგიით დამუხტვის გარეშე დაფაროს.
“Thunder Power” ვარაუდობს, რომ ევროპულ ბაზარზე ავტომობილი 2017 წელს გამოჩნდება, ხოლო საბაზრო ფასი 55,5 ათასი ევრო იქნება.