რიანამ „ინსტაგრამზე“ ავანტიურული ვიდეო გაავრცელა და ინტერნეტსივრცის დაპყრობაც მოახერხა. კადრები ქუჩაშია გადაღებული. ბარბადოსელ ლამაზმანს 2250 დოლარად შეფასებული Miu Miu-ს მინი ქვედაბოლო ამშვენებს. ერთ მომენტში მან ქვედაბოლო მაღლა აიწია და შავი თეთრეულს გამოაჩინა.
„გადავწყვიტე, ჩემი საზაფხულო ფეხსაცმელი ჩემი ტრუსებისთვის შემეხამებინა“, – ასე დაასათაურა ვიდეო არტისტმა.
ამ დღეს მას Fenty x Puma-ს სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, ხელში კი „ლუი ვიტონის“ ჩანთა ეჭირა, რომლის ღირებულებაც 1800 დოლარია.
რიანას შეცვლილი ვარცხნილობა და სახალისო წარწერა მაისურზე – ბარბადოსელი ლამაზმანის უახლესი ფოტოები
,,უბრალოდ დაელოდეთ” – რიანა ახალი დისკის გამოშვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს