გამოცდილმა მოგზაურმა იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც გამოუცდელი მოგზაურები თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ.
39 წლის ტომა გრონდამ უკვე 159 ქვეყანა მოიარა და დარწმუნებით შეუძლია იმის თქმა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია საუკეთესო არჩევანია. მსოფლიოს ამ ნაწილში მოგზაურობა ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა. ტომა დამწყებ მოგზაურებს ურჩევს, რომ ტაილანდი, სინგაპური, მალაიზია და ინდონეზია მოინახულონ. სფეროს ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს დანიშნულებები ნებისმიერი ფინანსური სიტუაციის მქონე ადამიანისთვის იქნება მისაღები.
„უსაფრთხოება – ეს კიდევ ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ არის ეს მიმართულებები ასეთი პოპულარული“, – აღნიშნა გრონდამ. გარდა ამისა, ადგილობრივი ამინდი იმდენად კარგია, რომ ბევრი ბარგის წაღებაც არაა საჭირო, რაც კიდევ ერთი დიდი პლუსია.