LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაშორდი – არ გაშორდი? – გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს… ყველაფერი კარგად არის…” – რა ხდება ნინო ჩხეიძის პირად ცხოვრებაში?

1005
page

ყველასთვის საყვარელი ქართველი მომღერალი, ნინო ჩხეიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ გვიყვება, თუ რაოდენ საინტერესო გარდატეხა მოხდა მის ცხოვრებაში. მომღერალი განმარტავს, რომ ზაფხულის გატარება სახლში მოუწია და სწორედ ამ პერიოდში ისწავლა საკუთარი თავის მოსმენა.

მომღერალი კვლავ ფანტასტიკურ ფორმაშია და ის მისი სილამაზის საიდუმლოს მაყურებელს სიხარულით უმხელს. „პოზიტიური ფიქრის, ვარჯიშის,სწორი კვების, საკვები დანამატებისა და წყლის მიღების შედეგია ეს ყოველივე“, – ამბობს მომღერალი და დასძენს, რომ ამ ზაფხულს ბავშვობის ოცნებაც აიხდინა და ცეკვის შესწავლა დაიწყო.

ნინომ მეუღლესთან 25 წლიან ქორწინებაზეც ისაუბრა და გაგვიმხილა, რომ მისი ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტში მეუღლე იყო მისი საიმედო საყრდენი.

„მე და გიორგი 25 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა წარმატების დასაწყისში, ჩემი ცხოვრების ყველა საკვანძო ეტაპზე, გიორგი ყოველთვის ჩემი საყრდენი ძალა იყო. თუნდაც, სიმღერას რომ ვიწყებდი, იყო ძალიან ბევრი კრიტიკა და ყოველთვის გვერდში მედგა და დღემდე გვერდში მიდგას. პირად ურთიერთობაზე ასე არ მინდა, რომ „გაშორდი“, „არ გაშორდი“, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ძვირფასი ადამიანია, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, მოკლედ ყველაფერი კარგად არის. მეტი სიახლე, ჯერჯერობით, არ არის” – ამბობს მომღერალი.

„გიორგი ჩემს ცხოვრებაში დღემდე არის უძვირფასესი ადამიანი, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და ყველაფერი კარგად არის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g