ვიქტორია ბექჰემი მოდის ეტალონია რომ არის, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. მისი ყოველი გამოჩენა აღტაცებას იწვევს საზოგადოებაში. დევიდ ბექჰემის მეუღლე მუდამ მიბაძვის ობიექტია.
გამონაკლისი არც ახალი ფოტოსესია იყო. 50 წლის დიზაინერმა Harper’s Bazaar-ისთვის არაერთი დახვეწილი და გემოვნებიანი „ლუქი“ მოირგო. ფერები, როგორც ყოველთვის გახლდათ სადა.
განსაკუთრებული აღფრთოვანება შავმა, მაქმანებიანმა კაბამ გამოიწვია, რომელიც ვარსკვლავმა გამოცემის მთავარი გარეკანისთვის მოირგო.