თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (10 ნოემბრის ნომერი) საუბრობს შვილიშვილების შესახებ. ექვსი თვის წინ მას მესამე შვილიშვილი, კირა შეეძინა, რომელიც უკვე ექვსი თვისაა, მანამდე კი ასევე ორი გოგონას ბებია იყო.
თამრიკო ჭოხონელიძე:
„პირდაპირ გეტყვით და ალბათ, არც ეწყინება: გია ვერ მონაწილეობდა ბავშვების გაზრდაში, ისეთი განრიგი ჰქონდა, დილით მიდიოდა სახლიდან და გვიან ბრუნდებოდა რეპეტიციებიდან, დაღლილი. ახლა კი შვილიშვილს ვერ ვართმევთ ხელიდან, სულ უნდა, მიხუტებული ჰყავდეს. მეც დაკავებული ვიყავი და სულ მიკვირს, როგორ ვახერხებდი ამდენს. ერთი დღე არ დამიტოვებია ჩემი შვილები, სულ გვერდით მყავდა. ამ მხრივ, ძალიან ძლიერი გამოვდექი. იყო შემოთავაზებები უცხოეთში გასტროლებზე, მაგრამ ბავშვების გამო უარს ვამბობდი. სანამ 4-5 წლის არ გახდნენ, არ მოვშორებივარ და არანაირად არ ვნანობ…“
