LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია: ხატია დეკანოიძე

80
ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, “გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია”. მისივე თქმით, მანამ სანამ გიორგი გახარია ოპოზიციონერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის შეაფასოს ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმი და თქვას ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის აქციის დარბევაზე.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია მისთვის ოპოზიციას არ წარმოადგენს.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

დგას თუ არა გახარიას უკან ივანიშვილი – რას ამბობს „ოცნებიდან“ წასული ხოჯევანიშვილი

„სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირველი, ამ რეჟიმის შეფასება, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, ადამიანების დარბევაზე. თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?! შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ შეიძლება პოლიტიკურ განზომილებაში მასზე საუბარი. ახლა, ჩემთვის, არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დღეს დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს არც ოპოზიციას და არც მსგავს ოპოზიციურ პარტიასთან მიახლოებულს“, – აცხადებს დეკანოიძე.

კითხვას, შეიძლება თუ არა განიხილონ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დეკანოიძე პასუხობს, რომ „მას არ სჯერა ბიძინა ივანიშვილი რომ ყოვლისშემძლეა“.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში: არჩილ თალაკვაძე

გიორგი გახარია ცალსახად კონკურენტი იქნება, უმნიშვნელო ფიგურა ნამდვილად არ იქნება: დავით სერგეენკო

ვნახოთ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ: ლევან იოსელიანი “ოცნებიდან” წასულ დეპუტატებზე

სასიამოვნო ნამდვილად არ არის ექვსი დეპუტატის გასვლა, თუმცა ამით უმრავლესობას საფრთხე და პრობლემა არ ექმნება: ნიკოლოზ სამხარაძე

magti 5g