LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გურგულია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასაბლოკად, იმიტომ, რომ არ ვიყავი მათი გულშემატკივარი… ყველგან პოლიტიკა შეაქვთ და მუდმივი განხეთქილებებია. ხელოვნება პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ცოტა რთულია…“

371
გიორგი გურგულია

გიორგი გურგულია ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს ფინანსებთან დაკავშირებით ესაუბრება და კითხვას, ახერხებს თუ არა ვალის გარეშე ცხოვრებას, ასე პასუხობს:

„ამის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. რამდენიმე წელია, სულ ვალებში ვარ. მერე ამ ვალებს ვისტუმრებ, ვიღებ და ასე შემდეგ. 2008 წელს, ომის პერიოდში დაიწყო ჩემს ცხოვრებაში არეულობა. სააკაშვილის დროს მიწა გვქონდა, მაგრამ წაგვართვეს. დღემდე დაუსრულებელი ისტორიაა. იმის მერე დაიწყო ჩემი პრობლემები და დღემდე გრძელდება. მე ხომ თეატრში არ ვარ, კინოს მსახიობი ვარ და უხელფასოდ, მხოლოდ ჰონორარებზე ვცხოვრობ. ვერ დადგა კინო ფეხზე, აქაც სულ ერთმანეთის ჭამა და ბრძოლა მიდის და ვერ დალაგდა ეს ამბავი. ყველგან პოლიტიკა შეაქვთ და მუდმივი განხეთქილებებია. ხელოვნება პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ცოტა რთულია. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასაბლოკად, იმიტომ, რომ არ ვიყავი მათი გულშემატკივარი.

ახლა ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობთ, „უსაშველოებს“ ვგულისხმობ და მიხარია, რომ კარგი გამოხმაურება აქვს, მაყურებელს მოსწონს…“

დავით დვალი: „ოპოზიცია და მომიტინგეები ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ, მომიტინგეები არიან გულანთებული ადამიანები, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს მტერივით ექცევა…“

ლევან ხურცია: „ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g