LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გველესიანისა და ლინდა კიკოლაშვილის დიდი ოჯახი: „ჯამში, 5 შვილი გვყავს. პირველი ქორწინებებიდან ორივეს გვყავს შვილები და ერთი საერთო ბიჭი გვყავს. ჩვენ ხუთივე ბავშვს ერთნაირ ყურადღებას და სიყვარულს ვაძლევთ…“

532
გიორგი და ლინდა

ლინდა კიკოლაშვილი წარმატებული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გველესიანის მეუღლე გახლავთ. ის საქართველოში „ჰოლივუდ ფილმ აკადემიის“ თანადამფუძნებელია და ამ სფეროში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. გარდა ბიზნესსაქმიანობისა, ლინდა აქტიურად ზრუნავს დიდ ოჯახზე. ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

– დიდი ოჯახი გაქვთ, თქვენ და გიორგი 5 შვილის მშობლები ხართ და მინდა, ჩვენს მკითხველს ძალიან პრაქტიკული გამოცდილებები გავუზიაროთ – როგორ ათავსებთ საქმეს და ოჯახურ პასუხისმგებლობებს?

– დიახ, ჯამში, 5 შვილი გვყავს. პირველი ქორწინებებიდან ორივეს გვყავს შვილები და ერთი საერთო ბიჭი გვყავს. ჩვენ ხუთივე ბავშვს ერთნაირ ყურადღებას და სიყვარულს ვაძლევთ. გიორგი ფანტასტიკური მამაა, მუდამ ჩართული შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვცდილობთ, კარგი ადამიანური მაგალითი მივცეთ ბავშვებს და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს სცემს.

– გამომდინარე იქიდან, რომ მეუღლე ირანში თამაშობს, ფიზიკურადაც ვერ იქნებით მუდმივად ერთ ქვეყანაში, როგორია თქვენი ცხოვრების გეოგრაფია, სად რა დროს ატარებთ?

– მე, ძირითადად, საქართველოში ვარ, თუმცა ყოველთვე ჩავდივარ გიორგისთან, ხან – 1 კვირით, ხან – 10 დღით. საქართველოში ბავშვები სწავლობენ, მე საქმეები მაქვს. შეუძლებელია, მუდმივად ირანში ვიცხოვროთ, რთულად საცხოვრებელი ქვეყანაა ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის.

– როგორი მეუღლეა თავად გიორგი და რამდენად აქტიურია ოჯახურ თემებთან დაკავშირებით?

– ძალიან ყურადღებიანი მეუღლეა, მუდმივად ინტერესდება ყველა საოჯახო დეტალით და სულ ჩართულია როგორც ჩემს, ასევე, ბავშვების ცხოვრებაში.

– გამოდის, ასეთი კარიერის მიუხედავად, ძალიან აქტიური მამაა.

– კი, ძალიან ჩართულია ყველა დეტალში. მეტსაც გეტყვით, პედაგოგებთან ურთიერთობაშიც კი ჩართულია. სულ ხაზზეა. ყველა დეტალი იცის თავის ყველა შვილზე. რა მიღწევები აქვთ, რაში სჭირდებათ დახმარება და ასე შემდეგ. ფანტასტიკური მამაა და ძალიან დიდი სიამოვნებაა ამის ნახვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g