LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია შვილზე: მითხრა, რომ წნევა ჰქონდა 140/100-ზე

196
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

არავითარი ინფორმაცია და არც იმედი არა მაქვს, რომ ვინმე პოლონელ ექიმებს შემოუშვებს, რადგან როგორც ჩანს, არის დასამალი რაღაც, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა მის ორგანიზმში არსებული მძიმე მეტალებია.

„მითხრა, წნევა მქონდა 140/100-ზეო. რა ვიცი, რა გითხრათ, კარგი არაფერი არ არის. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ, რას ზუსტად არ ვიცი. მთავარი მისი პრობლემა რაცაა, ესაა მძიმე მეტალები, რომელიც არის მის ორგანიზმში, ამას ეს ექიმები უარყოფენ, აქედან გამომდინარე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არ აკეთებენ დეტოქსიკაციას. არც სწამთ საერთოდ, არც სჯერათ, ამათ სჯერათ უფრო სამხარაულის ექიმების დასკვნის და არ სჯერათ კალიფორნიის ექიმების, გერმანიის ექიმების“, – განაცხადა გიული ალასანია.

 

„მართლა ვიღაცის მოკვლა რომ გვნდომებოდა, 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით” – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

„იყო პერიოდი, მიხეილ სააკაშვილი საკვებს ამრავალფეროვნებდა, თუმცა უარს აცხადებდა აწონვაზე, რომ წონის მატება არ დაფიქსირებულიყო“ – ზურაბ ჩხაიძე

„ის ვერ მიიღებს ჩვენს მიტანილ „ყიყლიყოს“ და საცივს.. ოჯახს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები მიაქვს“ – ჩალაძე სააკაშვილზე

„არასდროს გამიგია, რამეზე უარი ეთქვას, ყოველ წუთს შემოდის ექთანი და რაღაც ტაბლეტებს აძლევს.. ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია“ – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია

„ერთი კვირაა, სადილზე გიული ალასანიას სუში მოაქვს, ძალიან გამიხარდა, თევზი კალორიულია და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა“ – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები