კრიშტიანო რონალდოს საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოების სერიას ავრცელებს. ის უზარმაზარ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედს უკეთებს დემონსტრირებას, სხვა ფოტოებში კი ბალერინის კაბით პოზირებს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჯორჯიანა ბავშვობაში ბალეტით იყო გატაცებული და, როგორც ჩანს, მან ბალეტის სკოლაში დაიწყო სიარული.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, კრიშტიანო რონალდომ საყვარელ ქალს, რომლისგანაც ორი ქალიშვილი ჰყავს, ხელი სთხოვა.
„არაბეთის დედოფალი“ – ჯორჯიანა როდრიგესი ზღაპრულ ფოტოებს ავრცელებს